ახალი ამბები

წინასწარი შედეგებით, ვალერი გელაშვილმა ხაშურში არჩევნები წააგო

31 ოქტომბერი, 2016 • 1695
წინასწარი შედეგებით, ვალერი გელაშვილმა ხაშურში არჩევნები წააგო

ცესკოს მიერ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 52 უბნიდან 22 უბნის შედეგებით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა ხაშურში არჩევნები წააგო.

კერძოდ, 52 უბნიდან 22 უბნის მონაცემებით, ვალერი გელაშვილმა ხმათა 39.57% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, “მრეწველების” კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ ხმათა 60.43% მიიღო.

არჩევნების პირველ ტურშიც სიმონ ნოზაძე ლიდერობდა. მან 8 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე ხმათა 31.96% მიიღო, გელაშვილმა კი – 20.11%.

წინასწარი მონაცემების თანახმად, სავარაუდოდ, ვალერი გელაშვილი იქნება “ქართული ოცნების” ერთადერთი კანდიდატი, რომელიც მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს წააგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი