100 კგ. წონით კატეგორიაში მეორე შეხვედრა გამართა ქართველმა ძიუდოისტმა ლომერ ჟორჟოლიანმა, რომლის მეტოქეც აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი გახლდათ. ლიპარტელიანის მსგავსად, ვერც ჟორჟოლიანმა იყოჩაღა და ოლიმპიურ თამაშებს მეორე წრიდან დაემშვიდობა (არადა, გასიმოვი მანამდე ორჯერ ჰყავდა დამარცხებული).
აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა ორი გაფრთხილება მიაღებინა ლომერს და სწორედ ეს გაფრთხილებები აღმოჩნდა მისთვის საკმარისი გამარჯვების მოსაპოვებლად.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში მხოლოდ ერთი სპორტსმენიღა დარჩა, +100 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ადამ ოქრუაშვილი, რომელიც ტატამზე ხვალ, 3 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე გავა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ, ოქრუაშვილთან ერთად, ოლიმპიურ სარბიელზე ძალებს ძალოსანი რაულ ცირეკიძე (85 კგ) და მძლეოსანი ბოლესლავ სხირტლაძე მოსინჯავენ.