ჟორჟოლიანმა შეხვედრა მეტოქისთვის მიცემული სამი გაფრთხილებით (ვაზარი) მოიგო.

 

შემდეგ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი აზერბაიჯანელ მსოფლიოს პრიზიორს ელმარ გასიმოვს შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ, პირველ შეხვედრაში ყაზახი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მაქსიმ რაკოვი დაამარცხა. უპირატესობა ლომერის მხარესაა, ვინაიდან ორი შეხვედრა, რომელიც გასიმოვის წინააღმდეგ ჩაატარა, ქართველის გამარჯვებით დასრულდა.

 

თუკი ქართველი ოლიმპიელი აზერბაიჯანულ ბარიერს დაძლევს და მეოთხედფინალში გავა, მისი სავარადუდო მეტოქე , მსოფლიოს ჩემპიონი, კორეელი ფეე-ტაე ჰვანგი იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *