ახალი ამბები

მთაწმინდის #20 უბანზე გადასატანი ყუთი ადგილზეა

30 ოქტომბერი, 2016 • 1865
მთაწმინდის #20 უბანზე გადასატანი ყუთი ადგილზეა

ცესკო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #20 უბანზე გადასატანი ყუთი გაიტაცეს.

გადასატანი ყუთი უბანზე დახვდა ნეტგაზეთის ჟურნალისტსაც [18:20-ზე].

“ეს ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არაერთხელ გადაამოწმა. აღნიშნული ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყუთი არის საარჩევნო უბანზე,”- განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

გადასატანი ყუთი მთაწმინდის #20 საარჩევნო უბანზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე 30.10.2016

გადასატანი ყუთი მთაწმინდის #20 საარჩევნო უბანზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე 30.10.2016

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადასატანი ყუთი გაიტაცეს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.

“#20 უბანზე მთაწმინდაში გადასატანი ყუთი საერთოდ გაიტაცეს და გარაჟშია ამჯერად ჩაკეტილი,”- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი