ახალი ამბები

ლიპარტელიანმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

1 აგვისტო, 2012 •
ლიპარტელიანმა პირველი გამარჯვება მოიპოვა

მან პირველ წრეში კამერუნელი დიედონ დოლასემი დაამარცხა. ქართველმა ფალავანმა აფრიკელს მხოლოდ გაფრთხილებების ხარჯზე მოუგო ისე, რომ არავითარი ეფექტური გდება, რასაც მისგან გულშემატკივრები მისგან მიჩვეულნი არიან, არ შეუსრულებია.

 

მომდევნო წრეში ლიპარტელიანის მეტოქე ავსტრალიელი მარკ ენტონი იქნება, რომლის ბარიერის დაძლევაც ქართველ ძიუდოისტს არ უნდა გაუჭირდეს.

 

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ტყვიის მსროლელ ქალთა პირველობაზე, 25-მეტრიან დისტანციაზე პისტოლეტით სროლის დისციპლინის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ორი ცდის შემდეგ ნინო სალუქვაძე ლიდერთა შორის მოხვდა, მაგრამ მესამე ცდაზე ვეღარ ივარგა და ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩა, ვინაიდან გადამწყვეტ შეჯიბრზე მხოლოდ 8 წარმატებული სპორტსმენი იასპარეზებს.

ვარლამ ლიპარტელიანი
ვარლამ ლიპარტელიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი