ახალი ამბები

ცესკო: მთაწმინდის #18 საარჩევნო უბანზე პარტიის წარმომადგენლები უკანონოდ შევიდნენ

30 ოქტომბერი, 2016 •
ცესკო: მთაწმინდის #18 საარჩევნო უბანზე პარტიის წარმომადგენლები უკანონოდ შევიდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, 29 ოქტომბერს, მთაწმინდის #18 საარჩევნო უბანზე პარტიის სამი წარმომადგენელი უკანონოდ შევიდა და საარჩევნი მასალები, მათ შორის, ამომრჩეველთა სამაგიდო სიები გადაიღო.

ანა მიქელაძე ამბობს, რომ შსს გამოძებას ატარებს და ამიტომ ვერ დაასახელებს, თუ რომელ პარტიას წარმოადგენდნენ ეს პირები.

მისივე თქმით, ამ პირებს საარჩევნო მასალები და დოკუმენტაცია არ დაუზიანებიათ.

“დაახლოებით 19:20-ზე სამი პირი მივიდა მთაწმინდის #18-ე საარჩევნო უბანზე. მათ თავი დაცვის პოლიციას წარუდგინეს, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა. აღნიშნული პირები შევიდნენ საარჩევნო უბანზე, როდესაც უბანი უკვე დაკეტილი იყო მასალებთან ერთად. მათ დაიწყეს საარჩევნო მასალების დათვალიერება, გადაღება, სხვადასხვა უჯრების გახსნა, სადაც ინახებოდა საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა გადაიღეს ამომრჩეველთა სამაგიდო სიები, რომელიც შეიცავს  ამომრჩევლის პერსონალურ მონაცემებსა და პირად ინფორმაციას. მოგვიანებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები არ იყვნენ საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. ამთ ჰქონდათ დამკვირვებლისა და პარტიის წარმომადგენლების სააკრედიტაციო ბეიჯები. დაცვის პოლიციამ მათ დაატოვებინა უბანი. ადგილზე მასალების გადასამოქწმებლად მივიდნენ საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ასევე, მისული იყო უბნის თავმჯდომარე. შეტყობინება შევიდა 112-ზე და, შესაბამისად, გამოძახებული იყო პოლიცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძება. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო დოკუმენტაცია უბანზე სრულყოფილი და დაუზიანებელია, აღნიშნული კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს საარჩევნო უბანზე მოტყუებით შესვლას და უფლებამოსილების გადამეტებას,”- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი