არაკვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს ცესკო–ში რეგისტრაციის ვადა 31 ივლისს, 18:00 საათზე ეწურებათ, რაც შეეხება კვალიფიციურ პარტიებს, ისინი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არჩევნებამდე 57 დღით ადრე უნდა დარეგისტრირდნენ, ანუ დღეიდან მათ კიდევ რამდენიმე დღე აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
როგორც ცესკო–დან “ნეტგაზეთს” აცნობეს, დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაზე განაცხადი შემდეგმა პარტიებმა შეიტანეს: 1. პოლიტიკური გაერთიანება “მამული”; 2. ეროვნულ–დემოკრატიული პარტია; 3. ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პარტია; 4. ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო; 5. საქართველოს კონსერვატიული პარტია.
ჯერჯერობით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ზუსტი თარიღი გამოცხადებული არ არის. აღნიშნული არჩევნები, სავარაუდოდ, ოქტომბრის პირველ ნახევარში უნდა ჩატარდეს.
სასარგებლო ინფორმაცია: