ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ.), რომელმაც ოლიმპიური თამაშები ხორვატის ძლევით დაიწყო, მეორე წრეში ტურნირს გამოეთიშა. თითქოს და უტიტულო და ნაკლებად ცნობილ ამერიკელ ტრევის სტივენსის წინააღმდეგ ჭიდაობისას ქართველმა ძიუდოისტმა მიკროტრავმა მიიღო (ტუჩი დაუზიანდა). მანამდე კი ორივე სპორტსმენს თითო გაფრთხილება ჰქონდა.
დამატებით დროში გადასული შეხვედრა უკვე ამერიკელმა წმინდა მოგებით (იპონი) დაასრულა და ავთანდილ ჭრიკიშვილი ოლიმპიადის მიღმა დატოვა.







