ახალი ამბები

ქართველმა მოცურავემ პირადი შედეგი გააუმჯობესა

31 ივლისი, 2012 •
ქართველმა მოცურავემ პირადი შედეგი გააუმჯობესა

17 წლის მოცურავემ ირაკლი ბოლქვაძემ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 200 მეტრზე ბრასით ცურვაში (შესარჩევი ეტაპი) პირადი შედეგი გააუმჯობესა. მანამდე მისი შედეგი 2 წუთი და 16.35 წამო იყო, დღეს კი მან 2:15.86 აჩვენა და საბოლოოდ, 34 მონაწილეს შორის 28-ე ადგილი დაიკავა.

 

რამენიმე წუთში, 15:02 საათზე, დაიწყება ქართველი მშვილდოსანი ქალის ქრისტინე ესებუას ინდივიდუალური პირველობის პირველი შეხვედრა ჩილელ დენისე ვან ლამოენთან, რომელიც 2011 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

 

შარშან მსოფლიო პირველობაზე ქართველმა მშვილდოსანმა ფინალი სწორედ ჩილელთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი