“სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არ მიიჩნევს ეთიკურად მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას მაშინ, როდესაც ოლიმპიადაზე წასულ თითოეულ ქართველ სპორტსმენს წინ საკმაოდ დაძაბული ასპარეზობა ელის. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ლონდონის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული ინდივიდუალური და გუნდური სახეობის სპორტსმენებისთვის სახელმწიფოს ნამდვილად აქვს გათვალისწინებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოები, თუმცა ამ ჯილდოს კონკრეტული ოდენობა თითოეული სპორტსმენისთვის განისაზღვრება მიღწეული შედეგებით და მედლების საერთო ოდენობით. შესაბამისად, 2012 წლის ოლიმპიადის ფინალურ ეტაპში გასული თითოეული ქართველი სპორტსმენისთვის სახელმწიფოს მიერ დაწესებული წამახალისებელი ფულადი ჯილდოს ოდენობა ცნობილი გახდება მხოლოდ და მხოლოდ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ 30 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
ჯერჯერობით, ლონდონის ოლიმპიადაზე ერთადერთი ოქრო საქართევლოდან 20 წლის მოჭიდავემ, ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.