ახალი ამბები

რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ხსოვნის კვირეული იმართება

7 აგვისტო, 2012 •
რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ხსოვნის კვირეული იმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა ხსოვნის კვირეულის ,,წითელი ყაყაჩოს” ფარგლებში ეროვნულ მუზეუმში პირველი გამოფენა 6 აგვისტოს გამართა.  გამოფენაზე, სახელწოდებით ,,საქართველოს მოპარული ისტორია” წარმოდგენილი იქნა გასაბჭოების პერიოდის უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალა, ასევე 1921 წლის ოკუპაციის ამსახველი სისხლის სამართლის საქმეები.

 

შსს–ს პრესსამსახურის ცნობით, ჟურნალ “საარქივო მოამბის” სპეციალური ნომერი შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა ოკუპაციის თემას მიუძღვნა. ჟურნალში გამოქვეყნებული  სტატიები მკთხველს მოუთხრობს 1920-იანი წლების საქართველოს ისტორიის, იძულებით გასაბჭოებისა და ქართველი ბოლშევიკების ქმედებების შესახებ.

 

გამოფენის პარალელურად ასევე გაიმართა  დოკუმენტური ფილმის – “ნელი მოქმედების ნაღმები” – ჩვენება. ფილმი დამზადებულია შინაგან საქმთა სამინისტროს არქივში საარქივო მასალებზე დაყრდნობით. მასში მოთხრობილია  საქართველოში არსებული  მდგომარეობის შესახებ გასაბჭოებამდე და გასაბჭოების შემდეგ, ასევე საქართველოს უახლესი ისტორია.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან ერთად გამოფენაში მონაწილეობდნენ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ღონისძიება 12 აგვისტომდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი