ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტზე ზეწოლის გამოძიებას ითხოვს

27 ივლისი, 2012 •
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტზე ზეწოლის გამოძიებას ითხოვს

“ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ არხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამავე ტელეკომპანიაში მომუშავე ჟურნალისტს, ნოდარ ჩაჩუას, აშანტაჟებდნენ და თხოვნდნენ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დღითიდღე იზრდება ჟურნალისტებზე ზეწოლისა და ძალადობის ფაქტები. ეს არ არის ჟურნალისტის დაშანტაჟების პირველი მცდელობა. მსგავს ქმედებას ადგილი ჰქონდა 2009 წელს გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტისა და ქარტიის წევრის, თედო ჯორბენაძის, მიმართ. საგანგაშოა ის, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას დღემდე ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებია. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უმოქმედობა ამკვიდრებს დაუსჯელობის სიდრომს, რის გამოც ჟურნალისტების მიმართ შანტაჟის ფაქტები კიდევ მეორდება.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ”, – ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი