ანნა ჟდანოვას საქციელს მყისიერი რეაგირება მოჰყვა რუსეთის პატრიარქის კირილის დაცვის მხრიდან. აქტივისტი პატრიარქს მათ დაუყოვნებლივ მოაშორეს. როგორც აღმოჩნდა, “ფემენმა” აღნიშნული აქცია ერთ-ერთ უკრაინულ მედიასაშუალებასთან ერთად დაგეგმა. ანნა ჟდანოვა აეროპორტში პატრიაქრს სწორედ ჟურნალისტის სტატუსით დახვდა და წელს ზემოთ იმ დროს გაიხადა, როცა ტრაპიდან ჩამოსულ კირილს ჟურნალისტებისთვის განცხადება უნდა გაეკეთებინა.
უკრაინელი ნაციონალისტები, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას ითხოვენ რუსეთის ეკლესიისგან, რუსეთის პატრიარქის ვიზიტს მუდამ მასშტაბური საპროტესტო აქციებით ხვდებოდნენ უკრაინაში. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტად პრორუსული ორიენტაციის ვიქტორ იანუკოვიჩი აირჩიეს, მსგავსი საპროტესტო აქციების მასშტაბი მნიშვნელოვნად შემცირდა და მას ნაკლები ყურადღება ეთმობა.
“კამსამოლსკაია პრავდას” ცნობით, პატრიარქ კირილის პრეს-მდივანმა, დიაკონმა ალექსანდრ ვოლკოვმა “აღმაშფოთებელი” უწოდა “ფემენის” აქტივისტის საქციელს. მისი თქმით, ეს მიუთითებს, რომ “საზოგადოებაში სულიერი კრიზისია” და “ასეთ დროს რაოდენ მნიშვნელოვანია პატრიარქის ვიზიტი უკრაინაში”.