კენჭისყრის დასრულების შემდეგ ლაშა თორდიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და პარლამენტარებს მადლობა გადაუხადა: „მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები სახელწიფო აუდიტის სამსახურში გაგრძელდეს ისეთი წარმატებით, როგორც მიმდინარეობდა ლევან ბეჟაშვილის დროს. ყველაფერს გავაკეთებ იმისავის, რომ დაწყებული რეფორმები მივიდეს ბოლომდე, თუმცა მთავარი მოვალეობები, რაც აკისრია ამ სამსახურს, ეფუძნებოდეს ძირითად პრინციპებს. ეს პრინციპები იყოს დამოუკიდებლობა, სამსახურის ობიექტურობა და პროფესიონალიზმი.“
პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ლაშა თორდია 83 ხმით ორის წინააღმდეგ დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა. გენეარლურ აუდიტორს პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს. ლაშა თორდიამ ამ თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილი შეცვალა.




