ამის დასადასტურებლად ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დღეს გადარიცხვის დოკუმენტი გამოქვეყნდა. გადარიცხვა Deutsche Bank Trust Company Americas-იდან აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ორ ეტაპად არის განხორციელებული. პირველ ჯერზე გადარიცხულია 40 მილიონი აშშ დოლარი, მეორე ჯერზე კი, 6 მილიონ 28 ათასი აშშ დოლარი.
Deutsche Bank Trust Company Americas წარმოადგენს “დოიჩე ბანკის” ნიუ-იორკის ფილიალს, რომელიც 1903 წელს დაფუძნდა Bankers Trust Company-ის სახელით, თუმცა, 2002 წელს სახელი შეეცვალა და Deutsche Bank Trust Company Americas გახდა. აღნიშნული კომპანია ნიუ-იორკის ფინანსურ უბანში, უოლსტრიტზე მდებარეობს.