„ვაპროტესტებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას. სამწუხაროდ, მთავრობის არასწორმა მოქმედებებმა დაანგრია ჩვენი უსაყვარლესი ძეგლი. ეს არის თოჯინების თეატრი, ნუ დავუშვებთ ამას…“ – ამ სიტყვებით დაიწყო საპრორესტო აქცია დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ ბათუმის თოჯინების თეატრის ჩამონგრეულ ფასადთან.
მათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ არ უნდათ ხვალ მსგავს მდგომარეობაში რომელიმე სხვა ძეგლი იხილონ და მოსახლეობას აქციაზე შემოერთებისკენ მოუწოდეს.
თოჯინების თეატრის ფასადის კედელი 21 ივლისს ამწეს დაცემამ ჩაანგრია.