ახალი ამბები

ლონდონის ოლიმპიადის ვებგვერდზე სამხრეთ ოსეთი და გუდაუთა რუსეთადაა მიჩნეული

24 ივლისი, 2012 •
ლონდონის ოლიმპიადის ვებგვერდზე სამხრეთ ოსეთი და გუდაუთა რუსეთადაა მიჩნეული

რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრს, მოჭიდავე დენის ცარგუშს დაბადების ადგილად გუდაუთა უწერია, რომელსაც გვერდით ქვეყნის აღმნიშვნელი კოდი აქვს მითითებული, ეს ქვეყანა კი არის რუსეთი(RUS).  იგივე სიტუაციიაა მოჭიდავე ბესიკ კუდუხოვთან დაკავშირებითაც. მას დაბადების ადგილად სამხრეთ ოსეთი უწერია, ქვეყნის კოდი კი – კვლავ (RUS)  რუსეთი.  

 

ლონდონის ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგევრდზე ასევე არის ინფორმაცია პოლონეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი სპორტსმენის, არსენ კასაბიევის შესახებ. მას დაბადების ადგილად ცხინვალი უწერია, ქვეყნის კოდად კი, GEO – საქართველო.

 

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში “ნეტგაზეთს”  განუცხადეს, რომ ისინი ამ წუთებში ამზადებენ წერილს, რომელსაც ლონდონის ოლიმპიადის ორგანიზატორებს გაუგზავნიან და მიუთითებენ, რომ ინფორმაცია გუდაუთაში და სამხრეთ ოსეთში დაბადებული სპორტსმენების შესახებ შეცვალონ, ვინაიდან ეს მხარეები საქართველოს ეკუთვნის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი