ახალი ამბები

მძღოლი, რომელიც “ზებრაზე” არასრულწლოვნებს დაეჯახა, არ დაუკავებიათ

27 ოქტომბერი, 2016 • 2099
მძღოლი, რომელიც “ზებრაზე” არასრულწლოვნებს დაეჯახა, არ დაუკავებიათ

22 ოქტომბერს ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის ვინაობა დადგენილია, თუმცა იგი დაკავებული არ არის. შსს-ის ცნობით, “დანიშნულია ექსპერტიზა, რამაც უნდა დაადგინოს ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი და მძღოლის ბრალეულობა”.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ეჯახება ავტომანქანა ორ ქვეითს “ზებრაზე” გადასვლისას.

როგორც ავარიაში დაშავებულთაგან ერთ-ერთი ამბობს, ის და მისი მეგობარი, ვისაც მანქანა დაეჯახა, თანატოლები არიან – 15 წლისანი. ისინი შემთხვევის დროს ფეხბურთის ვარჯიშზე მიდიოდნენ.

როგორც ერთ-ერთი მათგანი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, იგი უკვე სახლშია. მას ბეჭი აქვს ოდნავ გაბზარული და ფეხზე 4 ნაკერი ადევს, მეორე დაშავებულს კი ფეხი აქვს მოტეხილი და სახე დაზიანებული. მას, მისი მეგობრის ცნობით, ფეხზე ოპერაციას უკეთებენ. იგი ახლაც ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოშია.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მძღოლის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

276-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა ისჯება ჯარიმით, თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ამავე ვადით თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

შსს-ს არა აქვს ინფორმაცია, თუ რომელ საავადმყოფოში გადაიყვანეს დაშავებულები. ნეტგაზეთი ამ წუთებში ცდილობს, მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიძიოს. 

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე. 22.10.2016. ფოტო: სქრინი "ფეისბუკზე" სხვადასხვა მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე. 22.10.2016. ფოტო: სქრინი “ფეისბუკზე” სხვადასხვა მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.