გასულ კვირას თურქეთის ქალაქ რიზეს მთამსვლელთა კლუბის ინიციატივით საერთაშორისო ალპინიადა გაიმართა, რომელშიც ევროპის რვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ალპინიადაზე საქართველო ბათუმის მთამსვლელთა კლუბმა წარადგინა.

”თურქეთში ექვსკაციანი შემადგენლობით ვიმყოფებოდით: ირაკლი კაპანაძე, ირაკლი თავართქილაძე, გიორგი ლორთქიფანიძე, გოჩა ვარშანიძე, ვანო კობაიძე და მე, გიორგი ჭანკურიძე. ჩვენმა გუნდმა ლაზეთის (ყოფილი პონტოს) ქედის უმაღლესი მწვერვალი –  კაჩკარი დალაშქრა, რომელიც ზღვის დონიდან 3937 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 3ა კატეგორიის სირთულის მარშრუტით (თოვლიან, ყინულიანი და კლდოვანი გზა) ვიარეთ. 12 საათი დაგვჭირდა ასვლა-ჩამოსვლისთვის. საბაზო ბანაკი 2770 მეტრზე გავშალეთ, სადაც შევისვენეთ კიდეც. 210 მონაწილე იყო სულ და ამათგან მხოლოდ ნახევარმა შეძლო მწვერვალზე ასვლა, ჩვენი გუნდი კი სრული შემადგენლობით ავიდა”, –  აღნიშნა ”ბათუმელებთან” საუბრისას აჭარის მეკლდეურთა და მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭანკურიძემ.


ბათუმელი მთასვლელები ლაზეთის ქედზე
ბათუმელი მთასვლელები ლაზეთის ქედზე

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *