დღეს, 23 ივლისსს, მთავრობის სხდომზე, სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების სწორედ ეს პროექტი განიხილეს. პროექტი ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ მოამზდა, ხოლო პარლამენტის ბიუროს განსახილველად მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა წარუდგინა.
პარლამენტის ბიუროზე წარდგენილი პროექტის თანახმად, იქმნება “სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ფონდი”, რომელიც 50 მილიონი ლარით დაფინანსდება. 110 მილიონი ლარი დაიხარჯება “კახეთის რეგიონის განვითარების” პროგრამაზე, დაახლოებით 17 მილიონი ლარი კი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოიყოფა საპრეზიდენტო ფონდიდან.
ფინანსთა მინისტრ დიმიტრი გვინდაძის ინფორმაციით, მთავრობის მოთხოვნით 2 მილიონი ლარით გაიზრდება კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის დაფინანსება. საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, 6 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინიტროს ბიუჯეტი. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ეს თანხა სამუშაოს მაძიებელთა ბაზის შექმნაზე დაიხარჯება.
მთავრობის მიერ მომზადებული საბიუჯეტო ცვლილებები პარლამენტის ბიურომ უკვე განიხილა. ბიუროს მიერ დამტკიცებული დღის წესრიგის თანახმად, ამ საკითხზე პარლამენტარები პლენარული სხდომაზე 25 ივლისს იმსჯელებენ. საბიუჯეტო ცვლილებების დამტკიცება, მთავრობის მოთხოვნით, დაჩქარებული წესით მოხდება.