საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ პატრიარქმა ილია II-მ რუსეთის საპატრიარქოსგან მოწვევა მიიღო პატრიარქ კირილე I-ის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

მიქაელ ბოტკოველის თქმით, იუბილეზე მიწვეულნი არიან სხვა ეკლესიების დელეგაციები და ეკლესიების მეთაურები.

“გადაწყვეტილება გამგზავრებასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის”, – ამბობს პატრიარქის მდივანი.

მისივე ცნობით, ღონისძიება ნოემბრის თვეში, დაახლოებით 20 ნოემბრისათვის არის დაგეგმილი. 

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში. 2013 წლის იანვარი
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი მოსკოვში. 2013 წლის იანვარი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *