როგორც “ნეტგაზეთს” კაეხთის გუბერნატორის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის გაზმომარაგება აღუდგა ყვარელს. დღის ბოლომდე გაზის და ელექტროენერგის მიწოდება აღუდგება თელავს და გურჯაანს. ქალაქის დასუფთავების სამუშოები მიმდინარეობს. ამ დროისათვის თელავში წყალმომარაგება აღდგენილია.
გუბერნატორის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის ისევ არ არის ცნობილი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი მოცულობა.
მიმდინარეობს დაზარალებულების რეგისტრაცია და დღის წესრიგში დგას მათთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი. თელავში მთავრობის სხდომა ახლახან დასრულდა. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღის წესრიგში კომპენსაციების გაცემის და მოსახლეობისავის სურსათის დარიგების საკითხი დააყენა.
კახეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ–მინისტრი თელავში სპეციალური ბრიფინგის გამართვას გეგმავს. სტიქიის ზონაში შექმნილი ვითარების სესახებ დამატებითი დეტალები ბრიფინგზე გახდება ცნობილი.