19 ივლისის სტიქიის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი შალაური, გურჯაანის მუნიპალიტეტის სოფელი ვაჩნაძიანი და თელავი დაზარალდა. შალაურში და ვაჩნაძიანში განადგურებულია სიმინდის ყანები, ბაღები და ვენახები. სახლების უმეტესობა სახურავის გარეშეა დარჩენილი.
თელავში ძლიერმა ქარიშხალმა და სეტყვამ დააზიანა სახლები, გზები.