ახალი ამბები

“ქართული ოცნების” წევრებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

18 ივლისი, 2012 •
“ქართული ოცნების” წევრებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

აღნიშნული გადაწყვეტყილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა მიიღო. შსს–მ 2012 წლის 17 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია სამი პირის – მერაბ კაჭახიძის, თეიმურაზ შეყლაშვილისა და ტარიელ ქარდავას დაკავების შესახებ. შსს–ს ცნობით, კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე მისცა 7 000 ლარი, რომელიც, მისივე მითითებით, წინასწარ მოძიებულ 6 პირზე გადანაწილდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი სქემის შესაბამისად, თანხა თვალთმაქცური გარიგების გზით ისევ კონსერვატიული პარტიის ანგარიშზე საწევროს სახით გადარიცხეს. ასევე, „ეროვნული ფორუმის” გლდანის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ შეყლაშვილმა და ამავე პარტიის აქტივისტმა ტარიელ ქარდავამ ნაღდი ფულის სახით ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ აქტივისტს გადასცეს 1750 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა გადარიცხა ეროვნული ფორუმის ანგარიშზე შემოწირულობის სახით. 

 

კოალიციაში სამართალდამცავთა ბრალდებებს აბსურდულად აფასებენ და საკუთარი წევრების უდანაშაულობაზე საუბრობენ. 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ შსს–ს მიერ “თავლთმაქცური გარიგებისთვის” დაკავებული “ქართული

ვაჟა ფუხაშვილი
ვაჟა ფუხაშვილი

ოცნების” სამი წევრი სისხლის სამართლის წესით არ უნდა გასამართლდეს და საქმის წარმოება ადმინსიტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე უნდა დაიწყოს. საია–ს განცხადებით, მსგავსი დანაშაულისთვის ქართული კანონმდებლობით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, ორგანიზაციამ დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნული საქმეზე სისხლის სამართლის საქმისწარმოების შეწყვეტა მოითხოვა. 

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა კარიერა 1985 წელს რუსთავის პროკურატურაში დაიწყო სტაჟიორ–გამომძიებლის პოზიციაზე. ის წლების მანძილზე ხან გამომძიებლად მუშაობდა, ხან კი –პროკურორის თანაშემწედ. 1999 წელს ვაჟა ფუხაშვილი თბილისის მთაწმინდა–კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, 2005 წლიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახდა და მას შემდეგ სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს. სწორედ ვაჟა ფუხაშვილმა განიხილა ისრაელის მოქალაქე ბიზნესმენების – ზეევ ფრენკელისა და რონი ფუქსის საქმე, რამაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.  ზეევ ფრენკელი და რონი ფუქსი მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო ქართველი მაღალჩინოსნისთვის ქრთამის შეთავაზებაში, თუმცა, რამდენიმე თვეში აღნიშნული პირები პრეზიდენტმა შეიწყალა.

 

 

 

 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი