ახალი ამბები

ივანიშვილის ინტერესებს ამერიკელი იურისტები დაიცავენ

17 ივლისი, 2012 •
ივანიშვილის ინტერესებს ამერიკელი იურისტები დაიცავენ

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის ცნობით, სწორედ ეს იურიდიული კომპანია დაიცავს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს საერთაშორისო სასამართლოებში. უახლოეს მომავალში დაიწყება საქართველოს ხელისუფლებასთან დავა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში. 

 

თბილისში ჩამოსულები არიან  კომპანია Skadden -ის ვაშინგტონის ოფისის ხელმძღვანელი გრეგორი ქრეგი და ამავე კომპანიის ლონდონის ოფისის შეფი დევიდ ჰერლიხი.

 

კომპანია Skadden  აშშ–ში 1948 წელს დაარსა სამმა იურისტმა – მარშალ სკადენმა, ჯონ სლეიტმა და ლეს არპსმა. კომპანიას ამჟამად 2000–მდე იურისტი ჰყავს მსოფლიოს 23 ფილიალში. Skadden 2012 წლის საუკეთესო იურიდიულ კომპანიად დასახელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე 2012 წელს მოიპოვა IFLR (გამოცემა: საერთაშორისო ფინანსური სამართლის მიმოხილვა) ევროპისა და ამერიკის ჯილდო. Chambers Global-ის მიერ დასახელდა წლის საუკეთესო კომპანიად. აღნიშნულ ჯგუფში მოღვაწე 126 იურისტი შეყვანილია მსოფლიოს საუკეთესო იურისტთა სიაში. 

 

კომპანიის ვაშინგტონის ოფისის ხელმძღვანელი გრეგორი ქრეგი აშშ–ში ერთ–ერთი ყველაზე სახელგანთქმული ადვოკატია, ის ადვოკატის სტატუსით 35 წელზე მეტია მონაწილეობს გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებში. გარდა საადვოკატო მოღვაწეობისა, 1984–88 წლებში იყო სენატორ ედვარდ კენედის მთავარი მრჩეველი თავდაცვის, საგარეო პოლიტიკისა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში. 1997–98 წლებში ასევე იყო აშშ–ის სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტის მრჩეველი. გრეგორი ქრეგი წლების მანძილზე ასევე თანამშრომლობდა აშშ–ს პრეზიდენტებთან – ბილ კლინტონთან და ბარაკ ობამასთან.

დევიდ ჰერლიხი და გრეგორი ბესტორ ქრეგი
დევიდ ჰერლიხი და გრეგორი ბესტორ ქრეგი

 

ბიძინა ივანიშვილი და დევიდ ჰერლიხი
ბიძინა ივანიშვილი და დევიდ ჰერლიხი

მასალების გადაბეჭდვის წესი