ახალი ამბები

“ქართული ოცნების” წევრებს ბრალად “თვალთმაქცური გარიგება” ედებათ

17 ივლისი, 2012 •
“ქართული ოცნების” წევრებს ბრალად “თვალთმაქცური გარიგება” ედებათ

საქართველოს იუტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალმა “კონსერვატიული პარტიის” წევრმა მერაბ კაჭახიძემ 7 000 ლარი გადასცა ამავე პარტიის მთაწმინდის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მან კი ეს თანხა გადაუნაწილა 6 პირს, რათა პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობა განეხორციელებინათ.

 

იუსტიციის სამინსიტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ხათუნა იოსავას ცნობით, მსგავსი სქემის განხორციელება სცადეს ასევე “ქართული ოცნების” წევრებმა  “ეროვნული ფორუმიდან”– თეიმურაზ შეყლაშვილმა და ტარიელ ქარდავამ. მათ რამდენიმე პირის მეშვეობით, “თვალთმაქცური გარიგებით”, პარტიის ანგარიშზე 1750 ლარის შეტანა სცადეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი