ახალი ამბები

გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

17 ივლისი, 2012 •
გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

მომღერალის და მსახიობის, გიორგი ფოჩხუას სხეული 14 ივლისს ანაკლიაში ზღვამ გამორიყა. ცხედრის აღმოჩენიდან მალევე გარდაცვლილის ოჯახის წევრები  მკვლელობის ფაქტზე ალაპარაკდნენ. დაღუპულის დის, ელენე ფოჩხუას თქმით, მის ძმას სხეულზე ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა.

 

”მოკლულია ნამდვილად. ნაცემია და ყელზე ეტყობა, რომ მოუჭირეს. ასევე სახე, თვალების არე ძალიან აქვს ჩაშავებული. შემდეგ კი, ალბათ, ზღვაში ჩააგდეს, რომ ყველას გონებოდა, გიორგი დაიხრჩო. თან ნასვამი იყო, მეგობრებთან ერთად ქეიფობდა და წყალში ნასვამ მდგომარეობაში არასოდეს ჩავიდოდა. იმ ბიჭმა, ვინც მკვლელია, გიორგის ერთ-ერთ მეგობარს უთხრა თურმე, რომ ქართულად რატომ მელაპარაკები, მეგრელი ხომ ხარო. ხომ ხვდებით, რა მენტალიტეტზეა საუბარი”, – აცხადებს გარდაცვლილის და ელენე ფოჩხუა.

 

მომღერალი და მსახიობი გიორგი ფოჩხუა ბოლო პერიოდში ზუგდიდის თეატრში მოღვაწეობდა. ფოჩხუა საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა  პროექტით ”ჯეობარი”, რომელშიც ის მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი