ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო: 26-27 ოქტომბერს თბილისის შემოგარენში მოთოვს

24 ოქტომბერი, 2016 • 1682
გარემოს ეროვნული სააგენტო: 26-27 ოქტომბერს თბილისის შემოგარენში მოთოვს

ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელის, ხათუნა ქოქოსაძის ინფრომაციით, 26-27 ოქტომბერს თბილისის შემოგარენში, ძირითადად წყნეთისა და ოქროყანის ტერიტორიებზე ნალექის სახით თოვლი მოვა.

ქოქოსაძის თქმით, თოვა დედაქალაქში მოსალოდნელი არაა, თუმცა 26-27 ოქტომბერს ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაეცემა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 28 ოქტომბრიდან შედარებით გამოიდარებს და 30 ოქტომბრამდე უნალექო ამინდი იქნება, თუმცა შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში კვლავ წვიმებია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +4-დან +9 გრადუსამდე იქნება.

მომდევნო 10 დღის მანძილზე ძირითადად წვიმიანი ამინდები შენარჩუნდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

მეტეოროლოგიური პროგნოზების ბაზის, AccuWeather-ის ინფორმაციით, თბილისში ნოემბერში ტემპერატურა 7-დან 15 გრადუსამდე იქნება. პირველ თოვლს კი დეკემბრის ბოლოს პროგნოზირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი