მისივე ცნობით, უკვე შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ მსახიობი მოკლულია, თუმცა საბოლოო დასკვნას გიორგი ფოჩხუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დადებს.
მომღერალი და მსახიობი გიორგი ფოჩხუა 14 ივნისს ანაკლიაში დამხრჩვალი იპოვეს.
იგი ანაკლიაში მეგობრებთან ერთად ისვენებდა. თავდაპირველად გავრცელებული ვერსიით, გიორგი ფორჩხუა ნასვამ მდგომარეობაში ზღვაში დაიხრჩო.
ცხედრის აღმოჩენიდან მალევე გარდაცვლილის ოჯახის წევრები მკვლელობის მოტივზე ალაპარაკდნენ. დაღუპულის დის, ელენე ფოჩხუას თქმით, მის ძმას სხეულზე ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა.
”მოკლულია ნამდვილად. ნაცემია და ყელზე ეტყობა, რომ მოუჭირეს. ასევე სახე, თვალების არე ძალიან აქვს ჩაშავებული. შემდეგ კი, ალბათ, ზღვაში ჩააგდეს, რომ ყველას გონებოდა, გიორგი დაიხრჩო. თან ნასვამი იყო, მეგობრებთან ერთად ქეიფობდა და წყალში ნასვამ მდგომარეობაში არასოდეს ჩავიდოდა. იმ ბიჭმა, ვინც მკვლელია, გიორგის ერთ-ერთ მეგობარს უთხრა თურმე, რომ ქართულად რატომ მელაპარაკები, მეგრელი ხომ ხარო. ხომ ხვდებით, რა მენტალიტეტზეა საუბარი”, – აცხადებს გარდაცვლილის და ელენე ფოჩხუა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოედგილის შოთა ხიზანიშვილის განმარტებით, გიორგი ფოჩხუას საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას წინსვლა აქვს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე არ საუბრობს.
დღეს სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ეჭვმიტანილის სავარაუდო ფოტოსურათები გავრცელდა, თუმცა შსს-ში ამ ფოტოსურათებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
მომღერალი და მსახიობი გიორგი ფოჩხუა ბოლო პერიოდში ზუგდიდის თეატრში მოღვაწეობდა.
ფოჩხუა საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა პროექტით ”ჯეობარი”, რომელშიც ის მონაწილეობდა.