ახალი ამბები

რატომ გახადა საჯარო NDI-მ პარტიების რეიტინგები

16 ივლისი, 2012 •
რატომ გახადა საჯარო NDI-მ პარტიების რეიტინგები

ნავაროს შეფასებით,  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ და სამოქალაქო ლიდერებს რაც შეიძლება სანდო და მიუკერძოებელ ინფორმაციაზე მიუწვდებოდეთ ხელი.

 

აშშ –ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ NDI–ის კვლევის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების რეიტინგები საჯარო გახადა.  NDI პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგებს აქამდე  მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს უზიარებდა.

 

ნავაროს თქმით,  „საკმაოდ  ხშირად ჰქონდა ადგილი ინფორმაციის გაჟონვას, რაც განაპირობებდა ინფორმაციის არასწორ გაშუქებას. ამის შედეგად კი მეთოდოლოგისაა და პოლიტიკური რეიტინგების შესახებ კვლევის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა.“

 

 

რაც შეეხება კვლევების სანდოობას, ნავაროს თქმით,  NDI ყველაზე მეტ ინფორმაციას იძლევა კვლევის  მეთოდოლოგიის შესახებ,  ვიდრე სხვა ორგანიზაციები, რომლებიც  პოლიტიკურ კვლევებს ატარებენ.

 

„თუკი რომელიმე სხვა ორგანიზაცია წარმოადგენს უფრო მეტ ინფორმაციას მეთოდოლოგიური ნაწილის შესახებ, მაშინ  NDI გადახედავს თავისი მეთოდოლაგიის გაცნობის  მეთოდებსაც. თუმცა ვიტყოდი, რომ  NDI დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და არ თვლის მიზანშეწონილად კითხვარების ჩვენებას ადამიანებისათვის, ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციისათვის მიუღებელია“ –ამბობს ნავარო.  

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი