ახალი ამბები

რატომ შემცირდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი

16 ივლისი, 2012 •
რატომ შემცირდა  „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი

მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ „ქვეყანაში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით, მდგომარეობა გაუარესდა. თუმცა, ამავდოულად, მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ახორციელებს საჭირო რეფორმებს და საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ამიტომ რთული სათქმელია, რამ განაპირობა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის შემცირება“.

 

რაც შეეხება საარჩევნო პროგნოზებს, ნავარო განმარტავს, რომ  კვლევა არჩევნებამდე 4 თვით ადრე ჩატარდა, ამიტომ  მასზე  დაყრდნობით არჩევნების შედეგების განჭვრეტა შეუძლებელია.  

 

აშშ –ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო  NDI-ის ივნისის კვლევების  შედეგების გამოქვეყნების შემდეგ  პოლიტიკური პარტიების შეტევების მოსაგერიებლად მზად არის.

 

„პოლიტიკური პარტიები ან პოლიტიკოსები უფრო ბედნიერნი არიან, როცა კვლევები აჩვენებს, რომ მათი მოსაზრებები მყარდება. საწინააღმდეგო მოსაზრებებზე ისინი მძაფრად რეაგირებენ“– ამბობს ნავარო.

 

მისი თქმით,  პარტიების ან პოლიტიკოსების უკმაყოფილების თავიდან  აცილება შეუძლებელია, რადგან ადამიანებს აქვთ თავისი აზრის გამოხატვის უფლება. „ უბრალოდ, ჩვენ მხოლოდ გადმოვცემთ საქართველოში მოსახლეობის განწყობებს“.

 

NDI-ის მიერ წარმოდგენილ კვლევაში, რომელიც 2012 წლის 4–22 ივნისის პერიოდში განხორციელდა, თებერვლის მონაცემებთან შედარებით “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგმა 11%–ით დაიწია, ხოლო კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგმა 8%–ით მოიმატა. კერძოდ, თებერვალში NDI -ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტიის რეიტინგი იყო 47%, ხოლო კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგი– 10%.

მასალების გადაბეჭდვის წესი