ახალი ამბები

გარემოსდამცველები დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

16 ივლისი, 2012 •
გარემოსდამცველები დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მთავარი მიზანი, მოსახლეობის ინფორმირებაა მდინარე თერგზე, ჰესის მშენებლობის შესახებ. აქციის ორგანიზაროების თქმით,   მდინარის 8 კილომეტრიანი ზოლი მილში მოექცევა და მდინარის კალაპოტში წყლის მხოლოდ 10% დარჩება.

”გარდა იმისა, რომ ეს მშენებლობა, კლიმატურ ცვლილებებს გამოიწვევს, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე თერგში, მთლიანად განადგურდება კალმახი, რადგან წყლის 10% კალმახის არსებობისთვის საკმარისი არ არის. ჩვენი, მოთხოვნაა – შეჩერდეს ჰესის მშენებლობა” , – აცხადებს, ორგანიზაცია ”სტეფანწმინდას” წარმომადგენელი შოთა ბუჩუკური.

არასამთავრობოები მშენებლობის შესაჩერებლად  აქციის პარალელურად ხელმოწერებსაც აგროვებენ.

 

110  მეგავატიანი ჰესის მშენებლობა, დარიალის ხეობაში, საქართველო- რუსეთის საზღვართან უკვე დაწყებულია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი