ჩრდილელის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ აქტივისტი და კახა კალაძის დაცვის წევრი ცოტნე შენგელია სამტრედიაში გუშინ საღამოს დააკავეს:“ისე გადმოიყვანეს გორში, რომ არც ადვოკატებმა იცოდნენ და არც ოჯახის წევრებმა,“– აცხადებს ჩრდილელი.
ცოტნე შენგელიას ადგილსამყოფელი მხლოდ წუხელ, გვიან ღამით გახდა ცნობილი. ოთარ ჩრდილელის განმარტებით, სასამართლო პროცესი გორის სასამართლოში 1.30 წუთზე დაიყო და 5.20 წუთზე დასრულდა. „ქართული ოცნების“ აქტივისტებს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
ოთარ ჩრდილელის შეფასებით, „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავება უსამართლოდ მოხდა: „ არ არსებობს ფაქტები იმის შესახებ, რომ ამ ადამინებმა ვინმეს სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს არც ერთ კადრში არ ჩანს. ის ადამიანები, რომლებიც ბასრი საგნებით და ფიცრებში ჩარჭობილი ლურსმნებით იყვნენ აღჭურვილნი, დასდევდნენ და სცემდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, არ დაუკავებიათ. დაზარალებულები მოხვდნენ სასჯელის სკამზე“.
„რაც შეეხება კახაბერ გოგიაშვილს, ეს ადამიანი თვითონ არის დაზარალებული. კარალეთის ინციდენტის დროს ზონდერებმა მას სცემეს. მას აქვს ტვინის შერყევა, რომელიც დადასტურებულია სამედიცინო ფორმით. მაგრამ ეს არ გაითვალისწინა სასამართლომ და დაზარალებული აქცია ბრალდებულად“– ამბობს ოთარ ჩრდილელი.
კახა კალაძის პრესმდივანი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ სასამართლო პროცესის დროს ძლიან მკაცრად იქცეოადა მოსამართლე ეკა ზარნაძე, რომელმაც ადვოკატი თამარ თედიაშვილი 250 ლარის ოდენობით დააჯარიმა.
სოფელ კარალეთის ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.
2012 წლის 11 ივლისს სოფელ კარალეთში „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის პოლიციის მიერ შესწავლის შედეგად იდენტიფიცირებული და დაკავებული არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები: შენგელია ცოტნე, გოგიაშვილი კახა, ჯანეზაშვილი ვლადიმერი, გოჩაშვილი გიორგი.
დაკავებულია ლევან მაისურაძე, რომელმაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო „ინფო 9“ -ის ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილს.
გორის რაიონულმა სასამართლომ ხუთივე დაკავებულს 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.