ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო ახალ კონცეფციაზე მუშაობს

13 ივლისი, 2012 •
თავდაცვის სამინისტრო ახალ კონცეფციაზე მუშაობს

”ყველა დამიანმა უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო იღებს სრულ გარანტიას და არც ერთი ადამიანი არ იქნება დატოვებული უყურადღებოდ არც მშვიდობის და არც ომის დროს,” – აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი.

თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, უკვე დაწყებულია მუშაობა ახალ კონცეფციაზეც, რომელიც საბოლოო სახეს ორ კვირაში მიიღებს.

კონცეფცია აგებული იქნება ე. წ. 3T-ს პრინციპზე, რომელთაგან პირველი პრინციპია ტოტალური ზრუნვა – Total Care, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ თითოეულ სამხედრო მოსამსახურესა და მის ოჯახზე ზრუნვას, ასევე, სამხედროებისთვის სხვადასხვა სოციალური ბენეფიტების შეთავაზებას.

კონცეფციის მეორე პრინციპია Total Training. მინისტრი განმარტავს, რომ Total Training-ში იგულისხმება ჯარისკაცების  გადამზადება ნატოს სტანდარტებით, იმისათვის, რომ ისინი მზად იყვნენ თავიანთი ქვეყნის ტოტალური თავდაცვისთვის.

ხოლო კონცეფციის მესამე კომპონენტია ტოტალური თავდაცვა – Total Defence, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს, რომლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი რეზერვის არსებობა და გაძლიერებაა.

”ტოტალურ თავდაცვაში იგულისმება – როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ჩვენ უარს ვამბობთ ჯარის გამოყენებაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნების დროს. ჩვენი თავდაცვის კონცეფცია აგებულია ტოტალურ თავდაცვაზე, ჩვენ გვინდა, რომ დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ტოტალური თავდაცვის უმნიშვნელოვანესი საკითხია რეზერვი: რეზერვის შექმნა, განვითარება და მომზადება,” – ამბობს დიდმიტრი შაშკინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი