ახალი ამბები

აქცია: “კომფორტი და შაშკინი საქართველოს სადარაჯოზე”

13 ივლისი, 2012 •
აქცია: “კომფორტი და შაშკინი საქართველოს სადარაჯოზე”

“იმისთვის შევიკრიბეთ თავდაცვის სამინისტროსთან, რომ გავაპროტესტოთ და გავაშარჟოთ ის, თუ როგორ მიმდინარეობს მთავრობის ცვლილება. კერძოდ, ისეთი პირების დანიშვნა სამინისტროში, როგორიც არიან დიმიტრი შაშკინი და მისტერ კომფორტი –ბატონი სეფერთელაძე. განათლებაში დამყარებული კომფორტის შემდეგ ალბათ ახლა ჯარში კომფორტის დამყარების დრო დადგა. ჩვენ ამ აქციით, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, დავცინით სეფერთელაძეს და შაშკინს”, – განაცხადა მოძრაობის თავმჯდომარემ  ალექსანდრე ფაცაციამ.

სტუდენტებს ტრანსპარანტები ეჭირათ წარწერებით “კომფორტი და შაშკინი საქართველოს სადარაჯოზე”, “ეხლა სამხედრო კომფორტს უნდა მივხედოთ”, “შაშკინი + კომფორტი = NATO”

მასალების გადაბეჭდვის წესი