ახალი ამბები

ქარტია საგანგაშოდ მიიჩნევს ძალადობას ჟურნალისტებზე

13 ივლისი, 2012 •
ქარტია საგანგაშოდ მიიჩნევს ძალადობას ჟურნალისტებზე

“12 ივლისს კარალეთში მომხდარი ინცინდენტის დროს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სხვა ჟურნალისტებთან ერთად დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ჩვენს წევრს საბა წიწიკაშვილს. ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ „ინფო 9“-ის, მე-9 არხის და ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტებს: თამთა ილურიძეს, ეკა ილურიძეს, შორენა ხაბალაშვილს, ნოდარ სხირტლაძეს, ნუკრი ბეგლარაშვილს, მამუკა ქევხიშვილს, რეზო ნადირაძეს და ნინო ბოლაშვილს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

 

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით და საზოგადოებას წარმოუდგინონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

 

“მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჟურნალისტებს უმძიმეს პირობებში უწევთ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები მუდმივად ითხოვენ ხელისუფლების რეაგირებას ჟურნალისტთა მიმართ განხორციელებული ზეწოლისა თუ ძალადობის ფაქტებზე, ხელისუფლება კვლავ არ დგამს ქმედით ნაბიჯებს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 213 ჟურნალისტს აერთიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი