ახალი ამბები

პოლიციამ კარალეთის ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

12 ივლისი, 2012 • • 971
პოლიციამ კარალეთის ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავებულობა,  ნებისმიერი მოქალაქის ქმედება კი მოქცეული უნდა იყოს კანონიერების ფარგლებში.

 

დღეს, 12 ივლისს, გორის რაიონის სოფელ კარალეთში ”ქართული ოცნების” ლიდერების ჩასვლას დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც დაშავდნენ ჟურნალისტებიც. ფიზიკურ დაპირისპირებას ქვების სროლაც მოჰყვა.

 

გორის ქალაქის საავადმყოფოში იმყოფება ინტერნეტ-გამოცმა qartli.ge-ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი. მან ”ნეტგაზეთს” სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ მაშინ, როცა შეხვედრას იღებდა კარალეთში, დევნილთა დასახლებაში, ერედვის მუნიციპლაიტეტის თანამშრომლებმა – გიგი და გოგიტა გოჩაშვილებმა, ასევე კარალეთის მამასახლისმა გვარად მაისურაძემ, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

ტელეკომპანია ”მეცხრე არხისა” და საინფორმაციო სააგენტო ”ინფო 9-ს” მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ასახულია დაპირისპირების დეტალები, ქვების სროლა და დაშავებული ადამიანები.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.