ახალი ამბები

ნაძალადევის მეტროში მატარებლის დაჯახების შედეგად ადამიანი დაიღუპა

20 ოქტომბერი, 2016 • 1764
ნაძალადევის მეტროში მატარებლის დაჯახების შედეგად ადამიანი დაიღუპა

დღეს, 20 ოქტომბერს, 15:57 საათზე, თბილისის მეტროში, სადგურ „ნაძალადევის“ მეორე ხაზზე მგზავრი დაიღუპა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ვაგონიდან გამოსულ შუახნის მამაკაცს, რომელმაც არ დაიცვა მგზავრობის უსაფრთხოების წესები, დაეჯახა მოძრავი მატარებელი.

კომპანიის ცნობით, მამაკაცს ადგილზე დროულად აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ამ მომენტისათვის თბილისის მეტრო მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურება, გარდა ნაძალადევის სადგურისა.  გამოძიების მიზნით,  ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი