ახალი ამბები

კარალეთში ჩხუბისას ჟურნალისტებიც დაშავდნენ[ვიდეო]

12 ივლისი, 2012 •
კარალეთში ჩხუბისას ჟურნალისტებიც დაშავდნენ[ვიდეო]

გორის ქალაქის საავადმყოფოში იმყოფება ინტერნეტ-გამოცმა qartli.ge-ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი. მან ”ნეტგაზეთს” სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ მაშინ, როცა შეხვედრას იღებდა კარალეთში, დევნილთა დასახლებაში, ერედვის მუნიციპლაიტეტის თანამშრომლებმა – გიგი და გოგიტა გოჩაშვილებმა, ასევე კარალეთის მამასახლისმა გვარად მაისურაძემ, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

”როცა დამინახეს, მითხრეს, შენ გიცნობთო და წიხლქვეშ გამიგდეს. მხოლოდ გამოწევის მომენტის გადაღება მოვახერხე. ჩემი ცემის ფატქი გადაიღეს ”ინფო 9″-სა და ”მეცხრე არხის” კამერებმა, ალბათ, კადრებიც მალე დაიდება”,- განგვიცხადა საბა წიწიკაშვილმა.

 

მისივე თქმით, მას სხეულზე ეტყობა დაზიანებები და გრძნობს ტკივილს თავის არეში. ამ წუთებში ექიმები მას პირველად დახმარებას უწევენ. საბა წიწიკაშვილის ინფორმაციით, მისი ცემის შემდეგ კარალეთისა და ერედვის გამგეობის თანამშრომლებმა სხვა ჟურნალისტებსაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ისროდნენ ქვებსაც, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

 

“qartli.ge”-ს რედაქტორის თქმით, ასევე ცემეს ”ინფო 9″-ს ჟურნალისტი რეზო ნადირაძე და მისი ოპერატორი, რომელსაც წაართვეს ვიდეოკამარა. ამჯერად ისინი პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმყოფებიან.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს კარალეთში ინცინდენტი მაშინ მოხდა, როცა ”ქართული ოცნების” წარმომადგენლების ვიზიტს სოფელში აშუქებდნენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი