სამართალდამცავთა დასკვნით, გიორგი კარელიძემ ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა, გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით.

 

”აღნიშნულიდან გამომდინარე, შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა გიორგი კარელიძე დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობისთვის, რის შემდეგაც გადაიყვანეს გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც იგი აღნიშნული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით 100 ლარის  ოდენობით,” – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

 

ინცინდენტი სოფელ ახალდაბაში 9 ივლისს მოხდა”. ”ინფო 9″-ს ოპერატორი სოფელში ”ქართული ოცნების” ლიდერების სტუმრობას აშუქებდა, რასაც შელაპრაკება მოჰყვა რამდენიმე ადგილობრივთან. სწორედ ამ დროს გიორგი კარელიძემ სააგენტოს ოპერატორის კამერას ხელი დაარტყა. 

დაჯარიმებული გიორგი კარელიძე
დაჯარიმებული გიორგი კარელიძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *