ახალი ამბები

”მაესტრო” სატელიტური ანტენების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევს

11 ივლისი, 2012 •
”მაესტრო” სატელიტური ანტენების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევს

ტელეკომპანია ”მაესტრომ” საკუთარი დაფარვის ზონის გაზრდის მიზნით ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, რომ შეემუშავებინა ბიზნესგეგმა, რომლის მიხევდითაც მოსახლეობას შეღავათიან ფასად მიყიდიდნენ სატელიტურ თეფშებს, ამით კი მათთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა ”მაესტროს”  ყურება.

 

რამდენიმე დღის წინ საზღავრზე შემოტანილი სატელიტური ანტენები საბაჟოზე დააყოვნეს, დღეს, 11 ივლისს, კი ცნობილი ხდება, რომ ეს პროკურატურის მოთხოვნით მოხდა.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ   სასამართლოს სწორედ ამ ანტენების დაყადაღების მოთხოვნით მიმართა.

 

”სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის” ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ” საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით  ანტენები.

 

გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აღნიშნული ანტენები კვლავ გამოყენებული იქნება მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად იმავე სქემით, როგორც ეს უკვე განხორციელდა ბოლო დროის განმავლობაში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ,”- ნათქვამია პროკურატურის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ილია კიკაბიძისთვის გაუგებარია, რა კავშირებზე საუბრობს პროკურატურა, რადგან აღნიშნული სატელიტური ანტენები ტელეკომპანიის მფლობელთა ფულით არის ნაყიდი და ისინი ტელეკომპანიების ბიზნესგეგმის ნაწილია.

 

”მაესტროს” დირქტორის თქმით, ტელეკომპანიის იურისტები შეისწავლიან პროკურატურის მოთხოვნას, რომელსაც სასამართლოში აუციელბლად გაასაჩივრებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი