ახალი ამბები

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გაიხსნა

19 ოქტომბერი, 2016 • 2379
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გაიხსნა

დღეს, 19 ოქტომბერს, ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 2016 გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ბელგიის მეფემ და დედოფალმა მიიღეს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ მხარეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი წარმოადგენდნენ.

სამინისტროს ცნობით, 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განსხვავებული პროგრამით წარდგება:

“პროგრამა ძირითადად საქმიანი შეხვედრებითაა დატვირთული. დაგეგემილია ქართველი გამომცემლების მონაწილეობა ფრანკფურტის და ლაიფციგის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნების საბავშვო გამომცემლების შეხვედრაზე. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება. წელს ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნები ნიდერლანდები და ბელგია გახლავთ. საქართველო ამ სტატუსით ასობით გამომცემლებსა და მწერლებს ფრანკფურტში 2018 წელს უმასპინძლებს”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 23 ოქტომბრამდე გასტანს.

2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც 19- დან 23 ოქტომბრამდე გასტანს © EPA/SUSANN PRAUTSCH 19. 10. 2016

2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც 19- დან 23 ოქტომბრამდე გასტანს © EPA/SUSANN PRAUTSCH 19. 10. 2016

გიგანტური წიგნი სუმოს შესახებ 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. წიგნის ბაზრობა 19- დან 23 ოქტომბრამდე გასტანს © EPA/ ARNE DEDERT 19. 10. 2016

გიგანტური წიგნი სუმოს შესახებ 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. წიგნის ბაზრობა 19- დან 23 ოქტომბრამდე გასტანს © EPA/ ARNE DEDERT 19. 10. 2016

2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი წიგნის სტენდს ათვალიერებს. წიგნის ბაზრობა 19- დან 23 ოქტომბრამდე გასტანს © EPA/RUPAN HORST 19. 10. 2016

2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი წიგნის სტენდს ათვალიერებს. წიგნის ბაზრობა 19- დან 23 ოქტომბრამდე გასტანს © EPA/RUPAN HORST 19. 10. 2016

გამომცემლობის თანამშრომელი კლიენტს საბავშვო წიგნს აჩვენებს 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. წიგნის ბაზრობა 19- დან 23 ოქტომბრამდე გასტანს © EPA/SUSANN PRAUTSCH 19. 10. 2016

გამომცემლობის თანამშრომელი კლიენტს საბავშვო წიგნს აჩვენებს 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. წიგნის ბაზრობა 19- დან 23 ოქტომბრამდე გასტანს © EPA/SUSANN PRAUTSCH 19. 10. 2016

წიგნის ფორმის შოკოლადი ტორტი 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. წიგნის ბაზრობა 19- დან 23 ოქტომბრამდე გასტანს © EPA/SUSANN PRAUTSCH 19. 10. 2016

წიგნის ფორმის შოკოლადი ტორტი 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. წიგნის ბაზრობა 19- დან 23 ოქტომბრამდე გასტანს © EPA/SUSANN PRAUTSCH 19. 10. 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი