ახალი ამბები

მონიტორინგის სააგენტომ თბილისში დათვის ძებნა შეწყვიტა

19 ოქტომბერი, 2016 • 1011
მონიტორინგის სააგენტომ თბილისში დათვის ძებნა შეწყვიტა

დათვს, რომლის შესახებაც მოქალაქემ განაცხადა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უკვე აღარ ეძებს – ამის შესახებ ნეტგაზეთს 19 ოქტომბერს სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ძებნაში ჩართული იყვნენ კინოლოგებიც, თუმცა დათვის კვალი ვერ იპოვეს.

მათივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ძებნა შეწყდა, მოქალაქეებს შეუძლიათ სააგენტოს 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდნენ.

დათვის ძებნა 17 ოქტომბერს, ღამით, თბილისში დაიწყო.

შეტყობინება სააგენტომ მიიღო იყალთოს ქუჩის მაცხოვრებლისგან, რომელმაც დარეკა და დათვის შესახებ განაცხადა.

“არც ზოოპარკის არ არის და მოძრავი ცირკი არის ჩამოსული და არც მათი არ არის,”- განუცხადეს ნეტგაზეთს სააგენტოში 18 ოქტომბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი