ახალი ამბები

NDI: გამოკითხულთა 38 პროცენტი თვლის, რომ საქართველოში დემოკრატიაა

10 ივლისი, 2012 •
NDI: გამოკითხულთა 38 პროცენტი თვლის, რომ საქართველოში დემოკრატიაა

 შეკითხვაზე, რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია –  გამოკითხულთა 59 %  პასუხობს, რომ დემოკრატია სიტყვის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებული აზრის მოსმენასთან ასოცირდება, 36 პროცენტისთვის კი, სამართლიანობის დაცვასთან, 30 პროცენტისთვის – ადამიანის უფლებათა დაცვასთან, 16 პროცენტისთვის კი – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა  (NDI) მედიას ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები  თემაზე “საზოგადოების განწყობა საქართველოში” 10 ივნისს წარუდგინა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299  ადამიანი გამოიკითხა   პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მასალების გადაბეჭდვის წესი