ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრომ ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

18 ოქტომბერი, 2016 •
ფინანსთა სამინისტრომ ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უწყების  საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

სამინისტროს განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილი ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულთა დაკავება მოხდა უშუალოდ ყალბი კუპიურების გასაღების დროს:

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს დიდი ოდენობით ყალბი ამერიკული დოლარის კუპიურები. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი