ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია დაამტკიცა

10 ივლისი, 2012 •
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია დაამტკიცა

რეზოლუციის ავტორი პოლონელი დეპუტატი მიხალ შჩერბაა. სწორედ მან წარადგინა  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე  5–9 ივლისს რეზოლუცია, ხოლო მისი თანაავტორი 36 პარლამენტარი იყო ცხრა ქვეყნიდან.

ეუთო რუსულ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვებისა და დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა „შეშფოთებულია დევნილთა ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო როგორც საქართველოში, ისე აფხაზეთის(საქართველო) და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ეუთო მოუწოდებს „რუსეთის ფედერაციის მთავრობას და პარლამენტს, ასევე აფხაზეთის (საქართველო) და სამხრეთ ოსეთის (საქართველო) დე ფაქტო ხელისუფლებებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის საშუალება“.

რეზოლუციაში შეტანილი ტერმინი “ოკუპაცია”, რუსეთის უკმაყოფილების მიუხედავად, დოკუმენტში მაინც აისახა.

დღეს, 10 ივლისს კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერო ზანერი საქართველოს ეწვია და  ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. ის პარლამენტის თავმჯდომარეს, ოპოზიციასა და სააგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრებზე განიხილება თანამშრომლობა სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში. მხარეები ასევე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი