გინესის მსოფლიო რეკორდსმენმა გოდერძი მახარაძემ 8 ივლისს ბათუმში ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
მან ცალ ფეხზე დგომით (მონაცვლეობით) და ბურთის თავით კენწვლით საკუთარი შედეგი (1070 აკენწვლა 8:32 წუთში) გააუმჯობესა და 7:32 წუთში ბურთი 1200-ჯერ აკენწლა.
რაც შეეხება მეორე რეკორდს, მახარაძემ 100-მეტრიანი დისტანცია უკუსვლითა და ბურთის თავით კენწვლით 58 წამში დაფარა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.
აღსანიშნავია, რომ შესაძლოა გოდერძი მახარაძე რეკორდსმენი იყოს რეკორდების დამყარებაშიც. მის ანგარიშზე უკვე 34 მსოფლიო რეკორდია.