ახალი ამბები

ჩემპიონატი პლაჟის ხელბურთში უნგრელი გოგონების გამარჯვებით დასრულდა [photo]

9 ივლისი, 2012 • 1670
ჩემპიონატი პლაჟის ხელბურთში უნგრელი გოგონების გამარჯვებით დასრულდა [photo]

გუშინ , 8 ივლისს ბათუმში დასრულდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი პლაჟის ხელბურთში ახალგაზრდებს შორის. გოგონებში ჩემპიონობა უნგრეთის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში თურქეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა. მესამე ადგილზე კი რუსეთის ნაკრები გავიდა.

ვაჟთა შორის ჩემპიონის ტიტული რუსებმა მოიპოვეს, ფინალში მათ თურქებს სძლიეს, მესამე ადგილზე კი უნგრელი ხელბურთელები გავიდნენ.

რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებს, ორივე გუნდმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ფოტო: ირაკლი დარცმელიძე 


მასალების გადაბეჭდვის წესი