ახალი ამბები

ივანიშვილმა ქვემო ქართლში “ქართული ოცნების” მაჟორიტარები წარადგინა

9 ივლისი, 2012 •
ივანიშვილმა ქვემო ქართლში “ქართული ოცნების” მაჟორიტარები წარადგინა

თეთრიწყაროს რაიონში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარად მამუკა აბულაძე დაასახელეს, წალკაში – აიკ მელტოიანი, გარდაბანში – მამუკა არეშიძე, ბოლნისში – დარეჯან ჩხეტიანი, რუსთავში – ზვიად ძიძიგური, ხოლო დმანისში – პაატა ხიზანიშვილი.

დღეიდან წალკაში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისიც ამოქმედდა.  პრეზენტაციას კოალიციის ლიდერი  ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. მან მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.  

მასალების გადაბეჭდვის წესი