ახალი ამბები

იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ჯარიმის გადახდას არ აპირებს

9 ივლისი, 2012 •
იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ჯარიმის გადახდას არ აპირებს

”მე როცა ვიყავი საქართველოს ელჩი იტალიაში,  მქონდა საკმაოდ მაღალი ანაზღაურება.  ნუთუ არ შემეძლო, დანაზოგი გამეკეთებინა და მერე გადამერიცხა საზოგადოებრივი მოძრაობისთვს?! მე ეს თანხა გადავრიცხე საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ანგარიშზე, იმ ორგანიზაციის ანგარიშზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მე თვითონ ვარ. რაც შეეხება ჩემს ყოველთვიურ ანაზღაურებას, იტალიაში ყოფნის პერიოდში, 2004-2008 წლებში, ეს ანაზღაურება 6 ათას ევროზე მეტი იყო, მე კი საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცმენაბას” 5,900 ევრო გადაუვურიცხე და ამის გამო მაჯარიმებენ. თუ მათ მიაჩნით, რომ მე ფული არ უნდა მქონოდა, ახლა 60 ათასი საიდან უნდა მქონდეს, ხელისუფლებას რომ გადავურიცხო. ეს არის ტერორი მოსახლეობაზე, არ ვაპირებ ამ თანხის გადახდას და გავასაჩივრებ სასამართლოში, თუმცა დარწმუნებული ვარ, შედეგი არ შეიცვლება. ასევე მოველი, რომ ჩემი ქოენების კონფესკაციასაც მოახდენენ,” – განაცხადა გოქსაძემ.

8 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პოლიტიკური პარტიებისთვის თანხის უკანონო შემოწირულობისთვის 17 პირი, ჯამში, 1 მილიონ 202 ათასი  ლარით დააჯარიმეს. დაჯარიმებულთა შორის იყო იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ზაალ გოგსაძეც.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოქსაძე 60 000 ლარით დაჯარიმდა. გოქსაძემ საზოგადოებრივ მოძრაობა ”ქართულ ოცნებას” 5900 ევრო გადაურიცხა, რაც სასამართლომ უკანონო შემოწირულებად სცნო.      

მასალების გადაბეჭდვის წესი